„კავკასიური ვეფხვი“ – ასე ახასიათებს სომხეთს ჟურნალი TIME

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ჟურნალმა TIME, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ ცვლილებებთან დაკავშირებთ სომხეთს “კავკასიური ვეფხვი” უწოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა.
სომხეთში რევოლუციის შემდგომ პერიოდში არსებული ცვლილებებისა და ეკონომიკუირი მაჩვენებლების გათვალიწინებით მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჟურნალი აქვეყნებს სტატიას სომხეთის შესახებ და მას უწოდებს „კავკასიურ ვეფხვს“. ყურადღება მიაქციეთ, რომ არა თუ ჩვენ ვუწოდებთ, არამედ „ტაიმი“, – წერს ფაშინიანი.
სტატიაში მოცემულია ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მომხდარი ცვლილებები , ლაპარაკია 7% ეკონომიკური ზრდის ტემპზე, ასევე Moodys– ის მიერ სომხეთის რეიტინგის ამაღლებაზე. აღნიშნულია, რომ ამ ზრდაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს IT სექტორის ზრდა, რომელიც წლიურად საშუალოდ 20% -ით იზრდება. ასევე აღინიშნება ტურიზმის სფეროში მიღწეული პროგრესი. უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციამ კი შეადგინა დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი.