საზოგადოება

მალე გაიხსნება „ევროკავშირი-თუმოს“ კომპლექსი

სომხეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინჟინრო სამეცნიერო კომპლექსი TUMO მალე კარებს გახსნის. ამის შესახებ  ინფორმაციას “რადიოლური” ავრცელებს.

კომპლექსში შედის საგანმანათლებლო პროგრამირების ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს საკვლევ  ლაბორატორიას STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა),  საკონფერენციო დარბაზს და მომგებიან  კომერციულ ფართს ცენტრის გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

TUMO ლაბორატორიები ღია იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა გამოყენებითი მეცნიერებების ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button