კულტურა

ნადგურდება თბილისში წმინდა მინასის ეკლესიის ნანგრევები

სახურავის, ჩამონგრეული კედლების გარეშე და ნაგავსაყრელად გადაქცეული წმინდა მინასის ეკლესია თავის საბედისწერო დღეებში ცხოვრობს თბილისის ცენტრში.

Armenianchurch.ge- ს ცნობით, გამუდმებით ნადგურდება ოდესღაც მყარად მდგარი უძველესი სომხური ეკლესიის კვალი. ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამონგრეული სახურავით ეკლესია, ახლახან დაიწვა და მეხანძრეების წყალობით გადაურჩა მთლიანად განადგურებას. განადგურების ზღვარზე მდგარ, წმინდა მინასის ეკლესიის საბოლოო განადგურებას ეხმარება გარშემო მყოფი მოსახლეობა, რომლებიც ღიად ღობავენ, საწყობად და დამხმარე ნაგებობებად აქცევენ ეკლესიას და მის შემოგარენს, გამოუყენებელ ნაწილს ტოვებენ უსახლკარო ხალხთა ნებაზე.

ეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სომხური ეპარქიის ყურადღების ცენტრში, მაგრამ ეპარქია ვერ ზრუნავს ეკლესიაზე, რადგან ის შედის საქართველოს ეკლესიის “სადავო” ეკლესიების სიაში, რომელთა “ბედი” დღემდე გაურკვეველი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სომხური ეკლესია. როგორც საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ, ასევე ეჩმიაძინის წმიდა ეკლესიამ არაერთხელ მიმართა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომ სომხური ეკლესიები დააბრუნონ სომხური ეკლესიების ეპარქიაში და ეპარქიამ იზრუნოს მათზე. უამრავი წერილი გაუგზავნეს საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, წარმოდგენილ იქნა ეკლესიის მდგომარეობა, მაგრამ არავითარი ცვლილება არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ დაცული მონაცემებით, წმინდა მინასი აშენდა 1790 წელს. თავდაპირველად ეკლესია არ იყო დიდი ნაგებობა და 1870 წელს საჭირო გახდა ეკლესიის შენობის გაფართოება. 1883 წლის 2 იანვარს ძველი ეკლესიის ადგილს იკავებდა ერევნის წმინდა მინასი. საბჭოთა პერიოდში ეკლესიას მოანგრიეს გუმბათი და გამოყენებულ იქნა სახელოსნოდ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ერევნის წმინდა მინასი გახდა ერთ-ერთი “სადავო” ეკლესია.

ნახეთ მეტი
Back to top button