ეკონომიკამთავარი

სახელმწიფომ განახორციელა 460-ზე მეტი სუბვენციური პროგრამა

სომხეთის მთავრობამ  მუნიციპალიტეტებისა  და კერძო სექტორის თანადაფინანსებით 2019 წლისათვის  463 სუბვენციური  პროგრამიდან უკვე განახორციელა  462 . სახელმწიფომ დაპირება შეასრულა და ამ პროგრამების სისრულეში მოსაყვანად გადარიცხა დაახლოებით 10 მილიარდი  დრამი დაფინანსება.  ამის შესახებ სომხეთის  ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ  პაპიკიანმა განაცხადა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

სუბვენციური  პროგრამების ფარგლებში, წელს მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით, საჯარო და კერძო  სექტორის დახმარებით მოასფალტდა 112 კმ გზა.  წელს ასევე განხორციელდა სასმელი წყლისა  და კანალიზაციის  საკითხებთან დაკავშირებული 46 პროექტი,  სარწყავი სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 32 მუნიციპალიტეტის   39 დასახლებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button