ეკონომიკა

სომხეთი ირანსა და ჩრდილოეთს შორის ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება პაპიკიანი

2019 წელს ჩვენ გადავდგით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც გამოიწვევს იმას, რომ სომხეთს შეეძლება ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ჰაბი იყოს ირანსა და ჩრდილოეთისკენ – საქართველოსა  და ევრაზიის ქვეყნებს შორის, შექმნას მნიშვნელოვანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავხდეთ სატრანზიტო ქვეყანა. ამის შესახებ განაცხადა სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა  ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაზე. ”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოსკენ შექმნილი სისტემა ახალი ფორმით განხორციელებულიყო. ანუ, ჩვენ საკრედიტო სახსრების გამცემ პარტნიორებთან (KFW ბანკი)  თანხმობას მივაღწიეთ, რომ გამოვაცხადებთ ცალკეულ ტენდერებს, რაც რამდენჯერმე შეამცირებს ადრე გათვალისწინებულ თანხას. ამით ჩვენ მოვიგებთ დროს, რომ შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ ჰაბად გახდომას”, – აღნიშნა პაპიკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button