საზოგადოება

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა,

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა22-12-2019 20:22

 230  

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი – თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულებს – პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

აღსანიშავია, რომ საქმის პროკურორის, მარიკა გოგოხიას განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თორნიკე ქვათაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე ბრალდების მხარე გაასაჩივრებს.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი. ამის სესახებ ცნობას აქვეყნებს რუსთავი 2.

ნახეთ მეტი
Back to top button