ეკონომიკა
2019 წელს სომხეთის საჰაერო ბაზარზე 6 ახალი კომპანია შევიდა, 2020 წელს კი ველით კიდევ რამოდენიმეს შემოსვლას. მინისტრი:

ავიაციის სფეროში მრავალმა საავიაციო კომპანიამ განაცხადი შეიტანა სომხეთში საჰაერო გადაზიდვების განსახორციელებლად. 2019 წელს 6 ახალმა უცხოურმა ავიაკომპანიამ დაიწყო რეგულარული საჰაერო მომსახურება. ამის შესახებ განაცხადა სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ საუბარია რუმინულ, უკრაინულ და რუსულ კომპანიებზე.
”2020 წლისთვის, ჩვენ ველით ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას სომხეთის ბაზარზე. ჩვენ ვსაუბრობთ AirBaltic-ზე, ,,ტრანს ფრანს“-ზე, ხოლო “VizzAir-ის შესახებ უკვე ითქვა”, – განაცხადა მინისტრმა.