ვარძია-ხერთვისი-ოლოდა შეიძლება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ

ვარძია–ხერთვისი–ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ნუსხაში შეტანა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის გარანტიაა იმისა, რომ გაიზრდება ტურისტების ნაკადი, ასევე დაფინანსებისა და დაცვის დამატებითი ზომები
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფთი შეიძლება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების პრეტენდენტების ნუსხაში ჩართონ, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის ნუსხაში შეტანა გარანტიაა იმისა, რომ გაიზრდება ტურისტების ნაკადი, ასევე დაფინანსებისა და დაცვის დამატებითი ზომები.
ნომინანტები დაყოფილია კატეგორიებად: ბუნებრივი, კულტურული და შერეული ობიექტები.
ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტი საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში 1999 წელს წარადგინა. მაშინ იუნესკომ ქართულ მხარეს მართვის ინსტრუმენტების გაძლიერების რეკომენდაციები მისცა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გასულ ხუთ წელიწადში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო საქველმოქმედო ფონდებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების დაფინანსებით განცხორციელდა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. საქართველომ გადაწყვიტა, ობიექტი ხელახლა წარადგინოს.
წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესების ქმედებებში აქტიურად ჩაერთო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშიროსო ინსტიტუტის პროგრამას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგან აღსანიშნავნია მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების ეკიპირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, ვიზიტორთა ცენტრების საინფორმაციო-შემეცნებითი მულტიმედიური აპარატურით აღჭურვის პროექტები.
USAID-ის საერთაშორისო ექსპერტმა ლუიზა დე მარკომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძესთან და განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილთან ერთად წარადგინეს ობიექტ Road Map-ის გზების მარშრუტისა და სატრანსპორტო კავშირების პროექტი, რომელშიც შევიდა ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მართვისა და დაცვის მექანიზმები. სავარაუდოდ, ეს ზომები ობიექტს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შეტანაში დაეხმარება.