მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის მცდელობებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება აზერბაიჯანისთვის. ფაშინიანი

სომხეთის მთავრობამ   არცახის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით თავიდანვე გამოიჩინა კონსტრუქციული მიდგომა და კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ ამას ასევე აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამის შესახებ ერევანში გამართულ სომხეთისა და არცახის უსაფრთხოების საბჭოების ერთობლივ სხდომაზე აღნიშნა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”არცახის საკითხის მოგვარების კონცეპტუალურ დონეზე ჩვენ შევთავაზეთ ძალიან მარტივი, ლოგიკური და გასაგები პრინციპი. არცახის საკითხის ნებისმიერი გამოსავალი მისაღები უნდა იყოს ყარაბაღის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხისთვის. ამ პრინციპის გამოცხადების შემდეგ, ვიმედოვნებდი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გააკეთებდა მსგავს განცხადებას, რაც   მოლაპარაკებების პროცესში არსებითი პროგრესისთვის დიდ შესაძლებლობებს გახსნიდა. სამწუხაროდ,  აზერბაიჯანის ლიდერისგან ასეთი განცხადება ჯერ არ მოგვისმენია და ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილე ყველა საერთაშორისო სტრუქტურამ და პარტნიორმა თავის წინაშე უნდა დასვან ამოცანა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წასახალისებლად, რომ გააკეთოს ასეთი განცხადება, დათანხმდეს გასაგებ და ლოგიკურ ფორმულას, ვინაიდან, ის აღქმა, რომ კონფლიქტის სცენარმა უნდა დააკმაყოფილოს ერთ – ერთი მხარე და უგულებელყოს სხვა ორი მხარე, მოლაპარაკებების პროცესში გამოიწვევს ერთი და იგივე ადგილის ტკეპნას. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ყველამ გააცნობიერა, რომ ყარაბაღის კონფლიქტს არ აქვს სამხედრო გამოსავალი. ამგვარ მცდელობებს სავალალო შედეგები მოჰყვება აზერბაიჯანისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენ ბოლო წლინახევრის განმავლობაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უპრეცედენტო რაოდენობა და ხარისხი მივიღეთ, შეიარაღებულ ძალებში განვახორციელეთ და ვახორციელებთ რეფორმებს. რაც ამაღლებს ჩვენი არმიის საბრძოლო მზადყოფნას.

მე კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ქმედებებს ვახორციელებთ არა ომის, არამედ მშვიდობისთვის, იმის აღსანიშნავად, რომ სომხეთთან, არცახთან და საერთოდ სომეხ ხალხთან ძალის მეთოდით ყველა საუბრის ყველა მცდელობა უაზრობაა”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button