პოლიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაღალ დონეზე შეაფასა სომხეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) კვლავ  დადებითად დაახასიათა   სომხეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. ამის სესახებ ჩანაწერი გააკეთა  სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ  გვერდზე. „სერიოზული ინვესტორები, სხვათა შორის, პირველ რიგში ხელმძღვანელობენ ამგვარი შეფასებებით.ასე  რომ,  ასეთი განცხადებები მნიშვნელოვანია სომხეთის ინვესტიციის მიმზიდველობის გასაძლიერებლად“,-  წერს პრემიერ მინისტრი.

ნიკოლ ფაშინიანის პოსტი ეხება   „სთენდ ბაი“ სესხითი ხელშეკრულების  ფარგლებში  სომხეთის რესპუბლიკის საშემსრულებლო  დავალების შეჯამებას , რომელიც  გაიმართა 20 დეკემბერს.  ეს 3 წლიანი სესხითი პროგრამა,  დაახლოებით 248.2 მილიონი დოლარი დაფინანსებით  , რაც უდრის სომხეთის სავალუტო ფონდის კვოტის 139.75 პროცენტს.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიცუჰირო ფურუსავამ თავის განცხადებაში თქვა, რომ სომხეთის ეკონომიკური შესრულება ძლიერია “ჯანმრთელი ზრდით, დაბალი ინფლაციით, სტაბილური ფინანსური სისტემით და გაუმჯობესებული  გარე და საგადასახადო ბუფერებით “.

”სახელმწიფო ვალი კვლავ დაღმავალ ზოლზეა და მოსალოდნელია, რომ სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში , მოსალოდნელზე უფრო ადრე მიაღწევს ვალის დაფარვის სამიზნე წერტილს!,-არნიშნა მან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერის თქმით, სომხეთის ხელისუფლების რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება ხელს შეუწყობს მდგრად  და ინკლუზიური ზრდას.

ნახეთ მეტი
Back to top button