სახელმწიფო დაეხმარება ახალგაზრდებს საბინაო საკითხების მოგვარებაში: მინისტრის მოადგილე
2020 წელს ამოქმედდება შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტყროს მიერ შემუშავებული სამი ახალი იპოთეკური პროგრამა, რომელტა დამუშავებისას სამინისტრომ შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება და დაასკვნა, რომ საბინაო საკითხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ქცევაზე. ამის შესახებ შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ სმბატ საიანმა განუცხადა Sputnik Armenia- ს.
ერთ-ერთი პროგრამაა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელიც რეგიონულ დასახლებებში საცხოვრებლის შეძენისთვის არის ხელმისაწვდომი. დააფინანსებს ორი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში სახელმწიფო საცხოვრებლის ხარჯების 5 პროცენტს. მეორე გეგმა ეხება ბავშვებისა და ახალგაზრდა ოჯახების საცხოვრებლის წინასწარ დაზღვევას. მესამე გეგმა არის ოჯახებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ იპოთეკური სესხი. ბავშვის დაბადების შემდეგ, სახელმწიფო გადაუხდის ერთჯერად თანხას, თანხის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ მერამდენე შვილია დაბადებული. პროგრამები ძალაში შედის 2020 წლიდან.