მთავარისაზოგადოება

სომხეთმა რეგიონში მეორე ადგილი დაიჭირა

გამოქვეყნდა  2019  წლისათვის ადამიანთა ძირითადი თავისუფლებების  რეიტინგული მაჩვენებლები.

ცხრილის შედგენისას მხედველობაში მიიღება  პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლებები. რეგიონში ლიდერი საქართველოა, რომელიც სიაში 41-ე ადგილს იკავებს.

სომხეთი 54-ე ადგილზეა. მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანი 121-ე პოზიციას იკავებს, თურქეთი – 122-ე, ირანი – 154-ე.

სიაში წამყვან ადგილებს იკავებენ   ახალი ზელანდია, შვეიცარია, ჰონგ კონგი, ხოლო ბოლო ადგილებზეა  იემენი, ვენესუელა და სირია.

ნახეთ მეტი
Back to top button