პოლიტიკა

ტროლები, რეიტინგები და ვნებათაღელვა: საქართველო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე

ქართული ოპოზიცია მიტინგებს მართავს, ხელისუფლებასბრძოლის ბინძურ მეთოდებშიადანაშაულებს, ხელისუფლების პასუხი კი ასეთია: „ყველამ თავის ტროლებს მიხედოს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, <<მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ნაკლები დრო რჩება, წინასაარჩევნო კამპანია სრული სვლით მიმდინარეობს.

დღემდე შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, თუ რომელი სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ქვეყნის მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციამ ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ იმ ვარიანტზე, რომელიც ყველას დააკმაყოფილებდა. ისინი უცხოელი დიპლომატების შუამავლობით მოლაპარაკებებს მართავენ და შემოთავაზებულ ვარიანტზე ყოველ ჯერზე უარს აცხადებენ.

ამასობაში დედაქალაქში ყვავის ე.წ. ქუჩის პოლიტიკა, როდესაც აპროტესტებენ ყველას და ყველაფერს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ თვეში მომხრეების რაოდენობით ტრაბახობდა არამარტო ოპოზიცია, როგორც ეს ჩვეულებრივად არის მიღებული, არამედ მმართველი პარტიაც, რომელმაც მხარდამჭერები არა პროტესტზე, არამედ ზეიმზე გამოიყვანა.

პარტიების შანსები

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებით, რომლებსაც ძირითადად ამერიკული ორგანიზაციები ატარებენ და რომელთა შედეგებსაც არ ენდობა მმართველი პარტია, გამარჯვების შანსი არავის აქვს. პარტიების და ზოგადად პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება უფრო მეტად უარყოფითია.

ასე თუ ისე, გამოკითხვებმა აჩვენა ერთი რამ, და ამას ხელისუფლებაც ეთანხმება: მესამე ძალა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლა წარიმართება ტრადიციულ მეტოქეებს შორის – მმართველ „ქართულ ოცნებას“ და ყოფილ მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

მათ ფონზე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა უმნიშვნელოა, მაგრამ ერთად ისინი სერიოზულ რესურსს წარმოადგენენ. სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმ ამომრჩევლის იმედი, რომელსაც ჯერჯერობით არჩევანი არ აქვს გაკეთებული. ასე რომ, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმ კოზირებზე, რომლებსაც პარტიები ბოლო წინასაარჩევნო ბრძოლისთვის შემოინახავენ.

გამოკითხვები „ქართული ოცნება“  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენები    არცერთი
NDI   20% 9% 26% 45%
IRI     23%  15% 30% 32%
Edison Research 26% 18%  26% 30%

დღეს კი სურათი ასეთია: დაახლოებით 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ გააერთიანა თავიანთი ძალები და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად ერთიანი ფრონტით გამოდის.

ახლახან პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა. ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც საკმარისი სახსრები და ბიზნეს-კავშირები გააჩნია, შექმნა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის“. ჯერჯერობით ხაზარაძე თანამშრომლობს ოპოზიციურ გაერთიანებასთან და მათ ერთსულოვნებას უცხადებს, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს, ჯერჯერობით უცნობია.

ვირტუალური ბრძოლა

ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უკვე დიდი ხანია გაიაზრეს, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო მეტ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში, საიდანაც იგებს სიახლეებს და სადაც თავის პოლიტიკურ სიმპათიებსა თუ სურვილებს გამოხატავს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ Facebook-ი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრძოლის ველად იქცა. და ეს ბრძოლა მთლად სუფთა არ არის – როგორც აღმოჩნდა, ყვავის ფეიკ-აკაუნტები და ტროლინგი.

ახლახან Facebook-ის ადმინისტრაციაში ოპოზიციიდან შესული საჩივრების შემდეგ „კოორდინირებული დაუდასტურებელი ქცევის“ მიზეზით 418 აკაუნტი გაუქმდა. Facebook-ის მტკიცებით, ეს გვერდები იყო დაკავშირებული მმართველ პარტიასთან და სარეკლამო კომპანია „პანდასთან“.

ხელისუფლება გაუქმებულ აკაუნტებთან დაკავშირებით ლაკონური პასუხებით შემოიფარგლა. „ყველამ თავის ტროლებს მიხედოს“, – გაახმოვანა „ქართული ოცნების“ პოზიცია დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დეზინფორმაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ, ხოლო ოპოზიციამ ეს ცენზურის შემოღების მცდელობად შეაფასა.

გავლენის სფეროები

სანამ ოპოზიცია მართავს ქუჩის, და არამარტო ქუჩის საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილის ნდობის მოპოვებას ცდილობს, ხელისუფლებამ „ყველაზე მთავარს დაუმიზნა“. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, მიმართულია პენსიებისა და თითქმის ყველა საბიუჯეტო მუშაკის ხელფასების ზრდაზე.

ხელისუფლება ასევე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის – უმუშევრობის დაძლევისთვის ყველა ზომის მიღებას აანონსებს. მეტიც, საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის მოქალაქეები უცხოეთში ლეგალური მუშაობის უფლებით უზრუნველყონ.

როგორ აისახება ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე, 2020 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. ჯერჯერობით კი საქართველოს ცხელი ათთვიანი პოლიტიკური ბრძოლა ელის.

ნახეთ მეტი
Back to top button