ეკონომიკამთავარი

უსაფრთხოების კომიტეტი 2020 წლისათვის ახალ იარაღს გვპირდება

2019 წლის განმავლობაში სომხეთის  შეიარაღებულმა ძალებმა შეიძინეს უახლესი საზენიტო სისტემები, თვითმფრინავები, გამანადგურებლები, ისევე როგორც აღიჭურვნენ  შიდა წარმოების ტექნიკით. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრმა ტიგრან კარაპეტიანმა.

„2019 წელს  გაფორმდა საპროექტო და საკონსტრუქტორო ხელშეკრულებები, რომლის შედეგადაც  შეიქმნა უპილოტო საჰაერო ხომალდები, ჯავშანჟილეტები და რადიო ელექტრონული საშუალება. ასევე არის გაფორმებული ხელშეკრულებები 2020 წლისთვის, ხოლო სომხური კომპანიებისაგან  მოველით აქტიურ ქმედებებს  მომავალ წელს უპილოტო საჰაერო ხომალდების, საკომუნიკაციო მანქანების შემუშავებისა და წარმოების მიმართულებით ”- თქვა ტიგრან კარაპეტიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button