ეკონომიკამთავარი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ნიკოლ ფაშინიანი

სრ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი ჩანაწერი გამოაქვეყნა:
”23 დეკემბრის მდგომარეობით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 89 მილიარდი დრამის  გადაჭარბებით შესრულდა (185 მილიონი აშშ დოლარი).
ანუ  ამდენად მეტი საგადასახადო შემოსავალი გვქონდა 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულთან შედარებით.
იმავე დღის მდგომარეობით, შეგროვილი თანხიდან 40 მილიარდი დრამი დაიხარჯა დღგ-ის  ვადაგადაცილებულ დავალიანების დაფარვაზე, ანუ, დაიფარა  ბიზნესმენების მიმართ ადრე დაგროვილი დავალიანება.
ამ წელს, დღგ-ს ხაზით, საერთო ჯამში წელს ეკონომიკას დაუბრუნდა  150 მილიარდი დრამი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებას, ეჭვგარეშეა, რომ წლის ბოლოს იგი გაცილებით დიდი იქნება”.

ნახეთ მეტი
Back to top button