საზოგადოება

იზოლირებულია ხანძარი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. მიწის ფართობი 500 ჰექტარია

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი იზოლირებულია.  ტერიტორიის ფართობმა შეადგინა 500 ჰექტარი, აქედან 300 ჰექტარი ბალახით, 200 ჰექტარი კი ტყით დაფარული მიწა (2 ჰექტარი გამხმარი ხეები). ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

”25 დეკემბერს, საღამოს 16:55 საათზე, სიბნელის გამო ხანძრის აღმოფხვრის სამუშაოები შეჩერებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

2

ნახეთ მეტი
Back to top button