
პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობაში გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და აქედან გამომდინარე 2020-2022 წლების სტრატეგია, მისი სამოქმედო გეგმის პროექტი, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.
იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა აღნიშნა, რომ პროგრამის შემუშავება და მიღება გამომდინარეობს სომხეთის მთავრობის 2019-2023 წლების ღონისძიებათა პროგრამიდან და სომხეთის რესპუბლიკის მიერ ნაკისრი არაერთი საერთაშორისო ვალდებულებიდან, მათ შორის სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულებიდან.
მინისტრის თქმით, სტრატეგიამ ინკლუზიური დისკუსიები გაიარა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა ათზე მეტი ღონისძიება, განხილვა მოხდა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, მიღებულ იქნა დაინტერესებული სააგენტოებიდან შემოსული წინადადებების უმეტესი ნაწილი, ასევე აქტიური მუშაობა განხორციელდა ომბუდსმენის აპარატთან.
რ. ბადასიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანის უფლებების არსებული მდგომარეობის, აგრეთვე წინა სამოქმედო გეგმის შეფასებას, ასახავს ძირითად პრინციპებს და შემდეგი 3 წლის და პრიორიტეტებს.
პრემიერ მინისტრმა დაავალა გადახედონ კანონპროექტს, შეაჯამონ თათბირის დროს გაჟღერებული წინადადებები და მოკლე დროში წარუდგინონ მთავრობას განსახილველად.