ეკონომიკამთავარი

პროგრამა „პოტენციალის“ ძირითადი პრიორიტეტია სომხეთიდან წასული მაღალი ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების უკან დაბრუნება: მინისტრი

სომხეთის  მაღალი ტექნოლოგიების მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა და დიასპორის საკითხებში სომხეთის კომისარმა ზარეჰ სინანიანმა  მიიღეს სფიურქის ტექნოლოგიური სტარტაფების  პროგრამა „პოტენციალის“ 2019 წლის გამარჯვებულები. ამის შესახებ ინფორმაციას აცრცელებს სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო.

ჰაკობ  არშაკიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ პროგრამის როლს  ტექნოლოგიური ნიჭისა და პოტენციალის ისევ უკან, სომხეთში დაბრუნების მიმართულებით.

„პროგრამის მთავარი პრიორიტეტია მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში არსებული ტალანტების დაბრუნება, და რა თქმა უნდა პირობების შექმნა ამ ტალანტის მქონე ადამიანებისათვის, რათა მათ შესძლონ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება სომხეთის პირობებში.  ყოველივე  ეს დიდ გავლენას იქონიებს ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროს განვითარებაზე, რაც თავის მხრივ შეანელებს მიგრაციის პროცესს“-თქვა მინისტრმა.

წელს პროგრამა „პოტენციალის“ კონკურსში  გაიმარჯვა 6 სტარტაფმა.

ნახეთ მეტი
Back to top button