პოლიტიკა

სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმება 28 სახელმწიფოდან 23-ის მიერ რატიფიცირებულ იქნა. არმან ეღოიანი

წელს 15 ქვეყანამ მოახდინა სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიცირება. ამის შესახებ სრ ეროვნულ კრებაში ჟურნალისტებს განუცხადა ეროვნული კრების ევროინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა არმან ეღოიანმა.

”თუ ამას დავუმატებთ 8 ქვეყანას, რომლებმაც ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს გასულ წელს, მივიღებთ 23 ქვეყანას, ასე რომ, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან რჩება 5, რომლებსაც ჯერ არ დაუსრულებიათ რატიფიკაციის პროცესი. იტალიის შემთხვევაში სენატის მხრივ იქნა რატიფიცირებული, ახლა კი ჯერი წარმომადგენელთა პალატაზეა. დანარჩენი ოთხია: საბერძნეთი, ავსტრია, ესპანეთი და პორტუგალია”, – აღნიშნა ეღოიანმა.

მისივე თქმით, უახლოეს თვეებში  ყველა ამ სახელმწიფოში პროცესი დასრულდება.

ნახეთ მეტი
Back to top button