პოლიტიკა

2020 წელს სომხეთის ზოგიერთ რეგიონში დაიწყება პროგრამა “ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება განვითარებისთვის”

ევროკავშირის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით, იწყება პროგრამა  “ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება განვითარებისთვის” (LEAD), რომლის შესახებაც გაიმართა რიგითი განხილვა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვაჩე ტერტერანმა, არაერთმა ოფიციალურმა პირმა სომხეთიდან, აგრეთვე სხვა საერთაშორისო სტრუქტურებიდან და დაინტერესებული ორგანიზაციებიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

პროექტი ამოქმედდება სომხეთის  სამ ჩრდილოეთ რეგიონში – ლორიში, შირაკსა და ტავუშში.

მინისტრის მოადგილის ვაჩე ტერტერანის თქმით, პროგრამა არის სამწლიანი, რომელიც მიმართულია ტერიტორიულ განვითარებაზე ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სტრატეგიაზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების პროგრამების საშუალებით.

ნახეთ მეტი
Back to top button