პოლიტიკა

27 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმე ხელახლა განიხილება

სრ გენერალურმა პროკურორმა არტურ დავთიანმა დააკმაყოფილა ,,27 ოქტომბრის“ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ანაჰიტ ბახშიანის ადვოკატის სარჩელი. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა ანაჰიტ ბახშიანმა.

”გაცნობებთ, რომ მე დღეს მივიღე 18․12․2019წ. სრ გენერალური პროკურორისადმი მიმართული ,,27 ოქტომბრის“ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივრის პასუხი. ის დაკმაყოფილდა ჩემი ადვოკატის ზარუჰი მეჟლუმიანის საფუძვლიანი, 37 გვერდიანი საჩივრის საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ 27 ოქტომბერს სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტის ორგანიზატორებისა და მფარველების ნაწილით გაუქმებულ საქმეს ხელახლა განიხილავენ. ანუ, ეს ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკა გამოდის როგორც ამ სახელმწიფოს ტერორის დაზარალებული მხარე, და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოამჟღავნოს ჩვენი სახელმწიფოს მტრები, იქნება ეს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს. ”

შეგახსენებთ, რომ 1999 წლის 27 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაზე განხორციელდა თავდასხმა, რომელიც მოხდა რიგითი სესიის მთავრობასთან კითხვა-პასუხის  დროს, მთავრობის წევრების თანდასწრებით. ტერორისტული ჯგუფის მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ სრ პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანი, პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარგსიანი, იური ბახშიანი და 5 სხვა სახელმწიფო მოღვაწე და დეპუტატი, დაშავდა 8, 91 კი მძევლად იქნა აყვანილი.

ნახეთ მეტი
Back to top button