პოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ აკონტროლებენ საქართველოდან სომხეთისკენ მიმავალ გაზსადენს. არტაკ დავთიანი

ბაქოს მოქმედებები სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ერევნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აზერბაიჯანის ჯარებმა ზოგიერთ ადგილებში დაარღვიეს საქართველოს საზღვარი, განაცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა წლის ბოლოს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

”აზერბაიჯანს არ შეუქმნია ახალი ბაზა, არამედ გაამყარა ის, რაც უკვე არსებობს ამ მიმართულებით ჩვენი ქმედებების საპასუხოდ. ჩვენ ამ მიმართულებით შეშფოთების მიზეზი არ გვაქვს. განსაზღვრულ მონაკვეთში მოწინააღმდეგემ გადალახა საქართველოს საზღვარი, და ვფიქრობ, რომ ეს  საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ აკონტროლებენ საქართველოდან სომხეთისკენ მიმავალ გაზსადენს. განცხადებები გაზსადენისა და გზის მიმართ კონტროლის მიღების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება”,- აღნიშნა დავთიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button