საზოგადოება

კახა კალაძე: ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს და ღირებულება სრულიად შეესაბამება ხარისხს

ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს საახალწლო ნაძვის ხეზე და სადღესასწაულო დეკორაციებით უკმაყოფილო ოპოზიციის წევრებზე.

როგორც „სპუტნიკი-საქართველო“ აქვეყნებს

„ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა არ მეგონა ახალი წელიც თუ პოლიტიზირებული იქნებოდა. ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს და ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო განათება. ოპოზიციის გაბოროტებულმა წევრებმა რამდენიც არ უნდა ეცადონ, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ გალამაზებული ქალაქი“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ნაძვის ხის ღირებულება სრულიად შეესაბამება ხარისხს.

ნახეთ მეტი
Back to top button