
მთავრობამ დაამტკიცა საინვენსტიციო პროექტი „მასდარ – სომხეთის პროგრამა“. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, პროგრამა დაფუძნებულია ჯერ კიდევ ამა წლის 12 ივლისს კომპანია „მასდარისა“ და „ სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდს“ შორის ხელმოწერილ მემორანდუმზე.
მისივე განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს ეფექტურ თანამშრომლობას მზის ფოტოვოლტურ, ქარისა და მცურავი მზის ელექტროსადგურების აშენების მიმართულებით. ორ ეტაპად იქნას აშენებული 400 მგვტ სიძლიერის ელექტროსადგური. პირველი ეტაპი ითვალისწინებს 2023 წლის დეკემბრამდე განხორციელდეს 200 მგვტ სიძლიერის მზის ფოტოელექტრული ელექტროსადგურის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურების, შენობა-ნაგებობების აშენება, გადაცემათა ქსელისათვის შეერთება და ექსპლოატაცია. მეორე ეტაპზე, 2024 წლის დეკემბრამდე გათვალისწინებულია 200 მგვტ მზის ფოტოვოლტური სადგურების აშენება“,- თქვა ავინიანმა.