საზოგადოება

მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა: დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადმოიყვანენ

ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსში, რომელიც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, 17 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუსეთში, ქალაქ ლიპეცკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მოქალაქეების საქართველოშიგ ადმოყვანის მიზნით, ორი ავტობუსი გაუშვა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე.

ავარია ხუთშაბათს,  ლიპეცკის ოლქის სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტ იარკინოს მახლობლად, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ავტომაგისტრალზე  სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა,  სავარაუდოდ, ლიპყინულისა და ცუდი ხილვადობის გამო გადაბრუნდა.

პირველადი ცნობით, ავტობუსში სულ 19 მგზავრი, მათ შორის ბავშვი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. დაიღუპა ორი მამაკაცი  (50 და 58 წლის),  17 კი დაშავდა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში რვა ადამიანია მოთავსებული.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლს სამართლის საქმე აღიძრა.

შვეიცარიის  საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებული არიან დაშავებულები.

ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“:  +7 9269262740.

ნახეთ მეტი
Back to top button