საქართველოს მშპ-ის ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის
018 წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 57,1% თბილისზე მოდიოდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში.
უწყების ცნობით, 2018 წელს მშპ-ის მთლიანმა მოცულობამ მიმდინარე ფასებში შეადგინა 44,6 მლრდ ლარი.
„სპუტნიკი- საქართველოს“ ცნობით
თბილისის რეგიონის სტრუქტურაში ყველაზე დიდ წილს შეადგენს ვაჭრობა, მათ შორის ავტომობილების რემონტი – 20,7%. შემდეგ მოდიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა – 12% და მშენებლობა – 10,9%.
მეორე ადგილზე მოდის იმერეთი – 9,3%.
რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი აქვს გადამამუშავებელ მრეწველობას – 13,4%, სოფლის მეურნეობას – 11,5%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობას – 11,2%.
მესამე ადგილზეა აჭარა – 9%.
აქ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი უკავია მშენებლობას – 16,6%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობას – 15,5% და ვაჭრობას – 10,6%.
რეგიონების მიხედვით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთეულში ასევე შედიან ქვემო ქართლი – 7,8% და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5,3%.