
სომხეთი 2019 წლის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მსოფლიოს საუკეთესო 15 ქვეყანას შორის იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
სომხეთის რესპუბლიკაში 11 თვის შედეგების მიხედვით დაფიქსირდა 7,5% ეკონომიკური აქტივობის ინდექსი და ყველაზე კონსერვატიული სცენარით გვექნება 7% -ზე მეტი ეკონომიკური ზრდა.
ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში და ამით ვგულისხმობ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ სხვა ტერიტორიებსაც. ეს არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ნომერ პირველი მაჩვენებელი აშკარა უპირატესობით და ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი დსთ-ში. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ჩვენ პირველნი ვიყავით ევროპაში, სავარაუდოდ წლის შედეგებით ჩვენ თუ არ ვიქნებით პირველი, მაშინ მოწინავეთა რიგები გველის აუცილებლად, შევალთ ეკონომიკური ზრის მაჩვენებლით საუკეთესო 15 ქვეყნის რიცხვში“,- თქვა პრემიერ -მინისტრმა.