ეკონომიკამთავარი

2022-2023 წლებში სომხეთი თანამედროვე შეიარაღებას შეიძენს

სომხეთმა გადადგა    კონკრეტული ნაბიჯები 2022-23 წლეებში  თანამედროვე იარაღის  შესაძენად. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა და დასძინა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ იარაღის შეძენას  რუსული ORSIS (პრომტექნოლოგია) სამხედრო კომპანიისგან.

”შეიარაღებასთან დაკავშირებით   80-ზე მეტი  ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთაგან ზოგიერთი გრძელვადიანია. ORSIS– სგან მომავალ წელსაც არის  შესყიდვები  გათვალისწინებული. უკვე მიღებული გვაქვს ახლადნაყიდი შეაიარაღების  ერთი ნაწილიც”, – თქვა დავითიანმა და დასძინა, რომ ხელშეკრულების უმეტესი ნაწილი  გაფორმდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

დავითიანმა  ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ამ დღეებში  სომხეთის შეიარაღებული ძალები შეივსო  “ტორის” საზენიტო რაკეტებით.

ნახეთ მეტი
Back to top button