ეკონომიკა

ერევანში ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები ფართოდ შუქდება საქართველოში

ტურიზმის კომიტეტი, ერევნის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ამ დღეებში დედაქალაქში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებებს ფართოდ აშუქებს საქართველოში, როგორც ქართული ბილბორდების, ადგილობრივი რადიო რეკლამების, ასევე სოციალური პლატფორმების საშუალებით. რეკლამა “ერევანი 2020 გიწვევთ თქვენ” დღეს თბილისში, დიდი საკონცერტო დარბაზის ეკრანზეა.

“წელს ალბათ ახალ წელს სომხები კი არ  გაატარებენ საქართველოში, არამედ ქართველები სომხეთში”. ამ დღეებში ასეთი სიტყვები ხშირად ისმის. ქართულ წრეებში აშკარად გაიზარდა ინტერესი სომხეთის მიმართ.

გასაკვირია, მაგრამ მეზობელ საქართველოში სომხეთის შესახებ ბევრი რამ არ იციან. რევოლუციურმა მშვიდობიანმა პროცესებმა, რომლებმაც მსოფლიოს ყურადღებს მიიპყრეს, საქართველოც არ დატოვეს. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო რეგიონში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა; დღეს სომხეთიც ასევე ითვლება იმავე მიმართულებით მოძრავ ქვეყნად.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა  ირაკლი კიკიანმა ”რადიოლურის” თბილისის კორესპონდენტს  გიტა ელიბეკიანს განუცხადა, რომ ის სხვადასხვა მიზეზებით რამდენჯერმე ყოფილა სომხეთში, მაგრამ წელს პირველად ჩამოვა საახალწლო დღესასწაულებზე.

”სომხეთში ადგილის მქონე რევოლუცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთს სურს სვლა დემოკრატიის გზით. მე სომხეთისა და საქართველოს მომავალს ვხედავ ევროკავშირში ”.

დღეს სომხეთი უფრო ცნობადი ხდება ქართველთა შორის. ქართული მედია ავრცელებს რეკლამას სომხეთის შესახებ.საქართველოში სომხეთის საელჩოს ინიციატივით, წელს პირველად, 21 სექტემბერს, თბილისში განთავსებულ რეკლამებზე წარმოდგენილ იქნა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მილოცვა და სომხეთის შესახებ ტურისტული სარეკლამო ვიდეორგოლები. საელჩოს პრესსპიკერი ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანი ამბობს, რომ ისინი მუშაობენ საქართველოს ტურიზმის სააგენტოსთან და ყურადღებას ამახვილებენ ერთობლივ პაკეტებზე, რათა საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ასევე შეეძლოთ სომხეთის მონახულება.

”თუკი ყოველწლიურად 1,7 მილიონი ტურისტი სტუმრობს საქართველოს სომხეთიდან, აბა,  საპირისპირო მიმართულებით სურათი ძალიან სავალალოა. ჩვენი საქმიანობის მთელი პერიოდის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სომხურ-ქართული ტურიზმის მიმართულება სომხური თვალსაზრისით კიდევ უფრო განვითარდეს და ქართველი ტურისტები სომხეთში მოვიზიდოთ. შემიძლია აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით უკვე არსებობს დადებითი შედეგები. ”

დღეს, ერევნის მუნიციპალიტეტსა და ტურიზმის კომიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფართოდ შუქდება საახალწლო ღონისძიებები ერევანში. სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტი მეხაკ აპრესიანი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ტურისტების რაოდენობის ზრდა  უფრო შესამჩნევია დღეს. ”საქართველოში მარკეტინგულ საქმიანობას ორი მიზანი აქვს. ერთი – საქართველოში არსებულ ტურისტთა წრეშია, რათა მათ, როდესაც ისინი საქართველოში ნახავენ მასალებს  სომხეთის შესახებ, გაუჩნდეთ სურვილი უბრალოდ კარზე დააკაკუნონ და შევიდნენ მეზობელ ქვეყანაში და მეორე – სწორედ საქართველოში ქართველი ხალხის წრეებში ინფორმაციის შეძენა სომხეთის შესახებ”.

ბოლო პერიოდში ქართველებს განსაკუთრებით აინტერესებთ ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები. ნინო ჭელიძე ამბობს, რომ პირველად სომხეთში ორი წლის წინ იმყოფებოდა სომეხ მეგობართან ერთად;

”მე მოვინახულე სომხეთის ღირსშესანიშნაობები, მაგრამ დღეს ვხედავ, რა ღონისძიებები ტარდება ერევანში და დიდი სურვილი მაქვს ამ დღეებში იქ ყოფნა. სხვათა შორის, ვიცი რამოდენიმე სომხური სიტყვა: გამარჯობა, გილოცავ ახალ წელს სომხეთო”.

ნახეთ მეტი
Back to top button