ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვალი მესამე კვარტალში შემცირდა

საქართველოს საგარეო ვალი 2019 წლის მესამე კვარტალში 433,6 მილიონი დოლარით შემცირდა, მათ შორის 198 მილიონი დოლარით სავალუტო კურსის ცვლილებების გამო.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს საერთო საგარეო ვალი, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგენს 17,8 მილიარდ აშშ დოლარს (52.6 მლრდ ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 102.3 პროცენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საერთო საგარეო ვალი 433,6 მილიონი დოლარით შემცირდა, მათ შორის 261,4 მლნ დოლარით მაჩვენებელი შემცირდა ოპერაციული ცვლილებების, ხოლო 198 მილიონი დოლარით – სავალუტო კურსის ცვლილებების გამო.

საერთო მოცულობიდან 7,4 მლრდ დოლარი მოდის სახელმწიფო სესხზე (მშპ-ის 42,6%). აქედან 5,3 მლრდ დოლარია მთავრობის ვალი, 404,6 მლნ – ეროვნული ბანკის ვალი, 825,3 მლნ დოლარი და 855,5 მლნ დოლარი – შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები.

საანგარიშო პერიოდში კერძო სექტორის ვალი 12 მილიარდი დოლარია, მათ შორის, საბანკო სექტორის ვალი 4,2 მლრდ დოლარს შეადგენს. კერძო საწარმოების – 4,5 მლრდ დოლარს, საერთაშორისო კომპანიებისადმი ვალი – 3,3 მლრდ დოლარს.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალი, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10,1 მლრდ დოლარს შეადგენს (მშპ-ის 58%), მათ შორის, წმინდა სახელმწიფო ვალია 3,8 მლრდ დოლარი (მშპ-ის 21,7%).

ნახეთ მეტი
Back to top button