საზოგადოება

7 დღის წინ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება

სომხეთ-საქართველოს საზღვართან 7 დღის წინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების განახლების მიზნით 30 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე 5 მაშველი სამსახური გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, 16:27 საათზე “911” სამსახურში შეტყობინება შევიდა იმის შესახებ, რომ სოფელ პრილოვნოედან საქართველოს სახელმწოფოთაშორის საზღვრამდე მონაკვეთში იწვის ტყით დაფარული ტერიტორია.

ნახეთ მეტი
Back to top button