საერთაშორისო

საქართველოს პოზიციები პასპორტების ინდექსში გაუარესდა

საქართველოს, გლობალური რეიტინგი 2020-ის თანახმად, პასპორტების ინდექსში 53-ე ადგილი დაიკავა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 227-იდან 116 ქვეყანაში შეუძლიათ, აღნიშნულია შვეიცარიული კონსალტინგური კომპანიის Henley&Partners ვებ-გვერდზე.

საქართველო ინდექსში ორი პოზიციით დაქვეითდა. კვლევის მონაცემებით, რეიტინგის წინა გამოქვეყნებიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ქვეყნებს კიდევ ორი სახელმწიფო მოემატა.

ნუსხას სათავეში უდგას იაპონია, რომლის მოქალაქეებსაც 191 სახელმწიფო შეუძლიათ შესვლა. მას მოსდევს სინგაპური (190), გერმანია და სამხრეთ კორეა (ორივე – 189).

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რუსეთი განთავსდა 51-ე ადგილზე (118), თურქეთი – 55-ე ადგილზე (111), აზერბაიჯანი – 76-ე ადგილზე (67-ე), სომხეთი – 81-ე ადგილზე (62).

რეიტინგის აუტსაიდერები არიან ავღანეთი (26), ერაყი (28) და სირია (29).

კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „სპუტნიკი-საქართველო“.

ნახეთ მეტი
Back to top button