საზოგადოება
დეზერტირობის ბრალდებით საქართველოში ძებნილი ბაგრატაშენის საგუშაგოზე აღმოაჩინეს

8 იანვარს, 15:00 საათზე, ბაგრატაშენის სასაზღვრო საკონტროლო განყოფილებიდან პოლიციის ბაგრატაშენის განყოფილებაში მოყვანილ იქნა საქართველოს მოქალაქე გეორგი შ., რომელიც 1991 წლის 11 ივლისიდან იძებნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის (დეზერტირობის) ბრალდებით.
სრ პოლიციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ძებნის ინიციატორი ინფორმირებულ იქნა ძებნილი პირის აღმოჩენის შესახებ.
აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.