პრემიერ-მინისტრი პროგნოზირებს, რომ 2020 წელი ტურიზმის მხრივ უკეთესი წელი იქნება

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პროგნოზირებს, რომ 2020 წელი ტურიზმის მხრივ უკეთესი წელი იქნება. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამისათვის აშკარა სიგნალები არსებობენ.
”მალე დაიწყება საბიუჯეტო ავიაკონპანიების ფრენები სომხეთში. შემდეგ კვირას RyanAir განახორციელებს პირველ რეისს და ეს პროცესი გაგრძელდება. საერთაშორისო პრესტიჟულ მედიასაშუალებებს აქვთ ინფორმაცია, რომელიც მათ აუდიტორიას ურჩევს აირჩიონ სომხეთი, როგორც მთავარი ტურისტული ადგილი. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში მომსახურების დონის ამაღლებისა და ხარისხის საკითხის მოგვარების თვალსაზრისით. სომხეთში ჩამოსული ტურისტებისთვის უნდა მომზადდეს საინფორმაციო ფურცლები ყველაფრის მიახლოებითი ფასების შესახებ“, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა.