პოლიტიკა

საჭიროების შემთხვევაში, სომხეთი მზად არის გააგრძელოს დიალოგი აშშ-სა და ირანთან. არმენ გრიგორიანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის აზრით, დაძაბულობა აშშ-ირან ურთიერთობებში კლებულობს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში იქნება ზოგადი სიმშვიდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვემზადებით უარესობისთვის და, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი მუშაობა ჩავატარეთ როგორც სირიის, ისე ირანის კრიზისების დროს. შეიძლება ითქვას, რომ გაიზარდა ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობები, ჩვენ შევძელით შეგვემუშავებინა როგორც ევაკუაციის გეგმა, ასევე კრიზისზე რეაგირების გეგმა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა ჩვენი მართვის სისტემისთვის. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობები ამ ორი კრიზისის შედეგად გაძლიერდა და ჩვენ უფრო ნათლად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ”,- აღნიშნა გრიგორიანმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი შუამავლობისთვის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა: ”ასეთი ვარიანტი ჯერ არ განხილულა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ კონფლიქტი მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდეს და, ჩვენ როლს უფრო მეტად ვხედავთ საჭიროების შემთხვევაში, ორივე მხარესთან დიალოგის გაგრძელებაში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ვარიანტისთვის – დასახმარებლად, რომ კონფლიქტი მაქსიმალურად შესუსტდეს”.

ნახეთ მეტი
Back to top button