პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა

საქართველოს საკანომდებლო ორგანოს ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვიტა თავი მთლიანად აკადემიურ საქმიანობას დაუთმოს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს, რასთან დაკავშირებით მან საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, იუწყება პირველი არხი.

კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ჰესების ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია, ვასწავლი, პროფესორი ვარ და გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა კანცლერის არჩევნებში. 12 წელია, დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, საკმარისია. სხვები მოვლენ, ახალგაზრდობა“, – განაცხადა კოპალიანმა კანცლერის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.

კოპალიანი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 20 იანვრიდან დაიწყებს.

ბოლოჯერ კოპალიანი პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით მოხვდა. რეგლამენტის მიხედვით, მის ადგილს პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიით მომდევნო პი დაიკავებს.

ნახეთ მეტი
Back to top button