ეკონომიკა
2020 წლისთვის მსოფლიო ბანკი სომხეთში პროგნოზირებს 5.1% ეკონომიკურ ზრდას, 2021 და 2022 წლებში კი 5.2%
მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2020 წლისთვის იანვრის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები სამხრეთ კავკასიაში იკლებს, სომხეთის ზრდის პროგნოზები სტაბილურია, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ამის შესახებ გვამცნობს მსოფლიო ბანკის Facebook–ის გვერდი.
ორგანიზაციის თანახმად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 2020 წელს საშუალოდ 3,1% -ს შეადგენს, რაც 0.6% -ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
პროგნოზირდება, რომ 2020 წელს სომხეთის მშპ გაიზრდება 5.1%-ით, აზერბაიჯანის 2.3%-თ,, საქართველოსი კი – 4.3%-ით.
თურქეთის მშპ-ს ზრდა 3% -ით არის პროგნოზირებული, ხოლო რუსეთში იგივე მაჩვენებელი 1.6% იქნება.