აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების საკითხი არ განიხილება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერნეციაზე.
„ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, ეს საკითხი არ განიხილება”, – ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალსიტების იმ კითხვას, რომ საქართველო ემზედება თუ არა მის ტერიტორიაზე აშს-ს სამხედრო ბაზების განლაგებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში შეუსაბამოა აშშ-ს სამხედრო ბაზების აშენება. რისთვისაც ქართული სახელმწიფოს მეთაური ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა და დაემუქრა იმპიჩმენტით მსგავსი ხასიათის განცხადებების გამო.