საზოგადოება

დასრულდა სერჟ სარგსიანის საქმეზე წინასწარი გამოძიება

სპეციალურმა  საგამოძიებო სამსახურმა დაასრულა წინასწარი გამოძიება სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის საქმესთან დაკავშირებით, იუწყება სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

”სამართალწარმოების განმახორციელებელმა ორგანომ სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების შესადგენად  და საქმის სასამართლოსათვის გადასაცემად. ამის შესახებ ეცნობა ბრალდებულებსა და მათ დამცველებს. მათვე გადაეცათ საქმის მასალები გასაცნობად. ამის შესახებ იუწყებიან სომხეთის  საგამოძიებო კომიტეტიდან.

სისხლის სამართლის საქმეში კიდევ 5 ბრალდებულია, მათ შორისაა Flash- ის მფლობელი ბარსეგ ბეგლარიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button