პოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ეუთოში ალბანეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ეუთოში ალბანეთის  თავმჯდომარეობის დღის წესრიგში. ამის შესახებ, ეუთოს მუდმივ საბჭოსთვის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების  წარდგენისას, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა და ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ედი რამამ.

თავის გამოსვლაში ლოზუნგით “ჩვენი ვალდებულებების ერთად აღსრულებით” ედი რამამ მნიშვნელობა მიანიჭა დიალოგის გაღრმავებას, ხაზი გაუსვა საერთო პასუხისმგებლობას და 57 მონაწილე სახელმწიფოს მიერ გაზიარებულ საერთო პოლიტიკურ შეხედულებებს.

”კონფლიქტების მოგვარების ვალდებულება, როგორიცაა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ძალისხმევები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და მასთან დაკავშირებული მექანიზმები, დნესტრისპირეთის მოგვარების პროცესი, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში”, – აღნიშნა რამამ.

ნახეთ მეტი
Back to top button