საზოგადოება

სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ენერგეტიკული სისტემის სუვერენული მუშაობა. განხილვა მთავრობაში

9 იანვარს, სრ ვიცე პრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინიანის მეთაურობით  გაიმართა დისკუსია სომხეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ.

როგორც განაცხადეს სრ ვიცე პრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინინის კანცელარიაში, ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული პოტენციური გამოწვევების გათვალისწინებით, ძალზე მნიშვნელოვანია შეფასდეს, გაანალიზდეს და გააზრებულ იქნას ყველა ის რისკი და საფრთხე, რომელიც შეიძლება წარმოექმნას სომხეთის ენერგეტიკულ სისტემას, ასევე აღინიშნოს მათი ნეიტრალიზაციის გზები.

განიხილულ იქნა ენერგეტიკულ თვითკმარებასთან, ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის დონის გაზრდასთან, ენერგოკომპანიასთან, ახალ ინფრასტრუქტურის დანერგვასთან, ელექტროენერგიის სტაბილური ქსელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა წარმოადგინეს მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი და ყოველი სცენარისათვის სახელმწიფოს მხრივ გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და მოქმედებათა თანმიმდევრობა.

შეაჯამეს რა შეხვედრის შედეგები, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დღეს სომხეთი მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის და სახელმწიფოს შეუძლია სრულად უზრუნველყოს ენერგეტიკული სისტემის თვითკმარი და სუვერენული მოქმედება.

ნახეთ მეტი
Back to top button