
მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი, ამ კითხვას პასუხი გასცა კავკასიის საკითხებზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. ოთხშაბათს ღამით, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (ირგკ) ირანიდან გაუშვა რაკეტები დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადისა და ერბილის ბაზებზე, სადაც განლაგებულია აშშ-ს სამხედრო კონტინგენტი. ამ სახით ირანმა შური იძია ირანელი გენერლის, სპეცქვეგანყოფილება „ქუდს“-ის ხელმძღვანელის სიკვდილისათვის, რომელიც მოკლეს 3 იანვარს ბაღდადში.
„ არ ველი რაიმე ფართომასშტაბიან ომს, როგორც ზოგიერთები ამბობენ მესამე მსოფლიო ომზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული დაპირისპირება იქნება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება ადგილობრივი მასშტაბით. ალბათ შეიქმნება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ლტოლვილებთან ან რეგიონალურ ეკონომიკასთან. შეიძლება წამოიჭრას უსაფრთხოების საკითხებიც ადგილობრივ დონეზე, მაგრამ ფართომასშტაბიან მოვლენებს არ მოველი“,- განუცხადა არეშიძემ „სპუტნიკ-საქართველოს“.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ ირანი აღარ აპირებს აშშ-ს სამიზნეებზე დარტყმას, თუ ისინი არ განახორციელებენ საპასუხო შეტევას აშშ-ს მხრივ.
ირანის თავდასხმებზე რეაგირების შემთხვევაში ირგკ-მა დაიმუქრა, რომ ის სარაკეტო თავდასხმას გააგრძელებს და შემდეგი წერტილები იქნება თვითონ აშშ, დუბაი (აგს) და ხაიფე (ისრაელი).
ირანის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს 13 სცენარი აშშ-ზე შურისძიებისთვის. ამ განცხადების საპასუხოდ, ტრამპმა პირობა დადო, რომ “სწრაფ და ძლიერ დარტყმას” მიაყენებს ირანში 52 სამიზნეს, თუ ისინი თავს დაესხმებიან შეერთებულ შტატებს.