მთავარისაზოგადოება

ერთი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანმა ზავის რეჟიმი დაარღვია 125-ჯერ

5 – 11 იანვრამდე არსებულ დროის მონაკვეთში აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონაში ზავის რეჟიმი დაარღვია 125-ჯერ. სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო იარაღით  700-ზე მეტი გასროლა მოახდინა სომხური პოზიციებისაკენ.  ინფორმაციას ავრცელებს  მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

არცახის  თავდაცვის არმია აგრძელებს ზავის  რეჟიმის დაცვას და თავდაჯერებულად ასრულებს საბრძოლო მოვალეობას.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს  პრესსპიკერმა არწრუნ ჰოჰანიანიანმა განაცხადა, რომ 11 იანვარს, დაახლოებით 12:25 საათზე, ტავუშის ბერქარის მუნიციპალიტეტის  მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სნაიპერის ცეცხლის შედეგად დაჭრილ იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი არტურ არზუმანიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button