ვის ხელშიც არ უნდა იყოს ძალაუფლება, კონსტრუქციულად უნდა ვიმუშაოთ, ჩვენ გვაქვს პრობლემა სომხური სკოლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. აფხაზეთის სომხური სათვისტომოს პრეზიდენტი

აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა გადადგა ხანგრძლივი აქციების შემდეგ. “დიახ, მე გადავდექი”, – განუცხადა ჰაჯიმბამ ,,ინტერფაქს“-ს. კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან აღნიშნა: “ცხოვრება გვიჩვენებს”.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ შეუტია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას სოხუმში. ისინი მოითხოვდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, რომელშიც ჰაჯიმბამ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალჰას კვიცინიას 1% -ით აჯობა.
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში 42,300 სომეხი ცხოვრობს. სომხური სათვისტომოს პრეზიდენტმა გალუსტ ტრაპიზონიანმა ,,პირველ საინფორმაციო არხთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად სათვისტომოს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის უნდა დაუჭიროს მხარი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. ”ჩვენ ახლა ვაწყობთ შეხვედრას, ვმსჯელობთ და ვიმსჯელებთ შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს ცხადი გახდება უახლოეს კვირაში და ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. რიგგარეშე არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ერთიანია”.
ტრაპიზონიანმა აღნიშნა, რომ ახლა, აფხაზეთში პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მის მოვალეობებს, კონსტიტუციის მიხედვით ასრულებს ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ეს უკანასკნელი საავადმყოფოშია, და ახლა წყდება ამ გარდამავალ პერიოდში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ინაუგურაციამდე, ვინ შეასრულებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს.
ჩვენმა თანამოსაუბრემ დასძინა, რომ აფხაზეთის პარლამენტს ჰყავს სამი სომეხი დეპუტატი, რომელთაგან ერთი ასევე არის პარლამენტის ვიცესპიკერი. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ გამოავლინეს თავი სომეხმა კანონმდებლებმა ამ რთულ პერიოდში. ”თქვენ იცით, თუ ამ კითხვას დამისვამდით პრეზიდენტის გადადგომამდე, მე შემეძლო გამომეთქვა აზრი მათი სწორი თუ არასწორი ქცევის შესახებ, მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა, პრეზიდენტი გადადგა და წარსული დროით შეფასებების გაკეთება არ მსურს“.
გალუს ტრაპიზონიანმა აღნიშნა, რომ ახლა ვითარება მშვიდია, დღეს აფხაზეთში დიდი დღესასწაულია და აქციები უკვე წარსულშია. ”იცით, არის მნიშვნელოვანი გარემოება. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, საზღვარგარეთ არსებულმა სომხურმა საზოგადოებამ მთავრობასთან კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს. ჩვენ სხვაგვარად თავს ვერ შევინარჩუნებთ, უნდა ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ გონივრულად უნდა მოვიქცეთ, რათა ამ არჩევნებში არ დავკარგოთ სახე. ჩვენ გვაქვს სომხური სკოლები, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მთავრობასთან, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი”.