ეკონომიკა

თებერვლიდან სომხეთს საბაჟო წარმომადგენელი ეყოლება ლარსში

სომხეთს მალე ეყოლება თავისი საბაჟო წარმომადგენელი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა  სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ანანიანმა.

მისივე განმარტებით, მთავრობაში უკვე იქნა წარდგენილი სრ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლის კანდიდატურა, და დავით ანანიანი ფიქრობს, რომ მისი დანიშვნა იანვარში იქნება, ხოლო თებერვლიდან საგუშაგოზე სომხეთს ეყოლება თავისი წარმომადგენელი.

მანამდე, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტსა და რუსეთის საბაჟო სამსახურს შორის, რომ დიპლომატიური არხებით ყველა საკითხი გადაწყდა, და რომ სომხეთის მხარეს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი ზედა ლარსის გამშვებ პუნქტზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდა რუსეთის ფედერაციაში სრ საელჩოსთან არსებული საბაჟო ატაშეს სტატუსის განსაზღვრისა და მისი საქმიანობის წესის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.

საბაჟო ატაშე იმოქმედებს რუსეთში სომხეთის საელჩოსთან. მას ექნება რუსეთის ფედერაციაში სრ დიპლომატიური სამსახურის ორგანოს მრჩევლის სტატუსი.

საბაჟო ატაშეს რეზიდენცია განთავსდება ფედერალური საბაჟო სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველოს ჩრდილო ოსეთის სასბაჟოს შენობაში – ვლადიკავკაზში, რომელიც ზედა ლარსის საბაჟო პუნქტიდან 20-25 კილომეტრშია.

ნახეთ მეტი
Back to top button