პოლიტიკა

ლავროვს დაემუქრნენ საქართველოში “თბილი” მიღებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტმა საქართველოში აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ამის შესახებ წერს ,,კომერსანტი“.

მაისის თვეში თბილისში გაიმართება ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) მინისტრების შეხვედრა, რომელშიც ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ  ლავროვს დახვდებიან მასობრივი მიტინგებით და მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღასრულონ მის წინააღმდეგ “კანონი ოკუპაციის შესახებ”.

კერძოდ, პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი რომან გოცირიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაემუქრა “თბილი” მიღებით. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც გასულ წელს დაუშვა რუსი პოლიტიკოსების ვიზიტი.

სხვათა შორის, ევროსაბჭოს სამდივნო ქართული მხარისგან მოითხოვს გარანტიას, რომ თბილისში მინისტრთა შეხვედრის დროს არ მოხდეს “გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიურპრიზები”.

ნახეთ მეტი
Back to top button