სპორტი

ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა სტამბოლში მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, არასპორტული ქცევის გამო ორივე სპორტსმენი დისკვალიფიკაცირებულია ტურნირიდან

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირზე სტამბოლში მასობრივი ჩხუბით დასრულდა ორთაბრძოლა ქართველ ფალავან ზურაბ ერბოწონაშვილსა და უკრაინის წარმომადგენელ მაგომედ ზაქარიევს შორის.

ნახევარფინალში 79 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საფინალო სასტვენამდე 10 წამით ადრე ერბოწონაშვილი ანგარიშით 8:5 იგებდა. ამ მომენტში ზაქარიევს ნერვებმა უმტყუნა – მან „ბინძური“ ილეთების გამოყენება დაიწყო, ბოლოს კი ქართველ ფალავანს სახეში გაარტყა.

ერბოწონაშვილმა მას სილა დაუბრუნა, შემდეგ კი კონფლიქტში ორივე გუნდის მწვრთნელები და ფალავნები ჩაერივნენ. ჯერ უკრაინის გუნდის წარმომადგენელმა ძლიერი დარტყმით წააქცია ერბოწონაშვილი, შემდეგ კი ზაქარიევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ დაარტყა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილებით, ორივე მოჭიდავე სტამბოლის ტურნირიდან დისკვალიფიცირებულია. იმის შესახებ, რა სანქციებს დაუწესებენ საქართველოს და უკრაინის ნაკრებების წარმომადგენლებს, ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close