ზვართნოცში დაეშვა Ryanair-ის მილანი-ერევანი რეისის თვითმფრნავი

ერევანი, 14 იანვარი, არმენპრესი. ერევანის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა უმსხვილესი ევროპული ირლანდიის საბიუჯეტო ავიაკომპანია Ryanair- ის მილანი-ერევნის რეისის თვითმფრინავი. “არმენპრეს”-ის უწყებით 14 იანვრის რეისი Ryanair- ისთვის პირველია სომხეთის საავიაციო ბაზარზე.
რეისით ჩამოსულ სტუმრებს აეროპორტში დახვდნენ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტათევიკ რევაზიანი და სრ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი სუსანა საფარიანი.
უდიდესი ევროპული – ირლანდიის უმსხვილესი საბიუჯეტო ავიაკომპანია Ryanair შემოდის სომხეთის საავიაციო ბაზარზე. პირველი რეისი ავიაკომპანიამ შეასრულა14 იანვარს, რომელმაც ერევანი რომსა და მილანთან დააკავშირა. ბერლინის მიმართულება ამოქმედდება მარტის ბოლოს, გიუმრი კი მარტის ბოლოს დაუკავშირდება გერმანიის ბავარიულ ქალაქ მემინგენს. 3 იანვარს Ryanair– მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო კიდევ ორი მიმართულებით – გიუმრი – ათენი და ერევანი – სალონიკი.
16 დეკემბერს კომპანია Wizz Air- ის კორპორატიული პარტნიორობის ხელმძღვანელმა ანდრას რადომ განაცხადა, რომ საბიუჯეტო კომპანია Wizz Air- ი ერევნიდან ფრენებს აპრილიდან დაიწყებს. ”აპრილიდან ფრენებს განვახორციელებთ ვენის და ვილნიუსის მიმართულებით. ამ მიმართულებებით ფრენები გვექნება კვირაში ორჯერ. ფასები საკმაოდ დაბალი იქნება 24,99 ევროდან დაწყებული. მსურველებს უკვე შეუძლიათ ჯავშნის გაკეთება”,- აღნიშნა რადომ.