ეკონომიკა

მინისტრი მინიმუმ 7.5% ეკონომიკურ ზრდას ელის

ერევანი, 14 იანვარი, არმენპრესი. 2019 წლის ბოლოსთვის სომხეთს მინიმუმ 7,5% ეკონომიკური ზრდა ექნება.

“არმენპრეს” – ის ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა.

”ჩვენ ძალიან კარგი წელი დავიწყეთ, რადგან ის 2019 წლის ძალიან კარგ საფუძველზეა აგებული. წინა წლის 11 თვის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 7,5% ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდუსტრიის ზრდა. 11 თვეში ინდუსტრიული წარმოების მოცულობა გაიზარდა 9.3% -ით. მომსახურება გაიზარდა თითქმის 15 პროცენტით. შიდა სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 9.2 პროცენტით, მშენებლობა გაიზარდა 4.5 პროცენტით, ხოლო ექსპორტი გაიზარდა 9 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არის შეჯამებული, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვექნება”,- აღნიშნა ხაჩატრიანმა.

მან ეს ძალიან მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნია ბოლო 1,5 წლის მუშაობის შეჯამების შედეგად.

ნახეთ მეტი
Back to top button