კულტურა

მუსიკა, ღვინო, გემრიელი საკვები. სომხეთში 20-ზე მეტი ტურისტული ფესტივალი გაიმართება

ერევანი, 14 იანვარი, არმენპრესი. 2020 წელს სომხეთის ტურისტული წელი გაჯერებული იქნება მრავალრიცხოვანი ფესტივალებით. სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროდან “არმენპრეს” -ს აცნობეს, რომ მიმდინარე წელს სომხეთში 20-ზე მეტი ტურისტული ფესტივალი გაიმართება.

ერევნის ღვინის დღეები

ის დაგეგმილია მაისის პირველ დღეებში და გაიმართება ერევნის სარიანის ქუჩაზე. ფესტივალი ეძღვნება სომხური ღვინის საუკეთესო ტრადიციების შემუშავებას და წარმოდგენას. წლების განმავლობაში მას ორგანიზებას უკეთებს ფონდი ,,არენის ღვინის ფესტივალი“. ამავე დროს, ვიზიტორები ეცნობიან სომხურ სამზარეულოს და მას თან ახლავს საკონცერტო პროგრამა. ამ დღეებში სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალური სტუმრები ჩამოდიან.

ტოლმს ფესტივალი

ასევე დაგეგმილია მაისში, გაიმართება ზვართნოცის ტაძრის ტერრიტორიაზე. ტოლმის ფესტივალში მონაწილეობს მრავალი რესტორანი, ინდივიდი და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მოქმედებენ სომხეთში. წარმოდგენილია ტოლმის მომზადების მრავალი სახეობა, ვლინდება დიდი ხნის დავიწყებული რეცეპტები. ვიზიტორებს შეუძლიათ არა მხოლოდ 60-ზე მეტი სახის დოლმა დააგემოვნონ, არამედ ისიამოვნონ სომხური ხალხური სიმღერით და ცეკვით.

ცხვრის კრეჭის ფესტივალი

ის იმართება ივნისში, სიუნიქის ოლქის ტათევის თემის  დასახლება ხოტში. ფესტივალი წარმოგიდგენთ ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას, ცხვრის კრეჭის პროცესს, მატყლისგან ქსოვილის მიღების მიზნით. ტრადიციის თანახმად, შალის ძაფები ხალიჩების ქსოვაში გამოიყენებოდა. ფესტივალის ფარგლებში ტარდება  ცხვრის კრეჭის კონკურსი. წარმოდგენილია ხელნაკეთი ნამუშევრები, ადგილობრივი ნაწარმი და პროდუქტი, ტკბილეული. ფესტივალი მთავრდება საკონცერტო პროგრამით. როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებაში.

სევანის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

მუსიკის, სპორტის, ხელოვნების, გართობის ღონისძიებები ერთ ადგილზე. წელსაც, სევანის ტბის ნაპირზე მუსიკის მოყვარული ადგილობრივი მოსახლეები და ტურისტები გაერთიანდებიან სევანის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც დაგეგმილია აგვისტოს დასაწყისში. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ სხვადასხვა სტილის მუსიკით, სევანის ტბის სილამაზით, თავიანთი ტურისტული შესაძლებლობებით.

თაფლისა და კენკრის ფესტივალი

აგვისტოში გაიმართება კიდევ ერთი ფესტივალი, ამჯერად ტავუშის რაიონის ბერდის თემში. ტავუშის მოსავალი და ბარაქა, სუფთა თაფლი, ხელნაკეთი ნამუშევარი, სიმღერა და ცეკვა არცერთ სტუმრის გულგრილს არ დატოვებს. თაფლის მწარმოებლები აქ წარმოგიდგენთ საუკეთესო ასორტიმენტს. აქვე ტარდება თაფლის ტორტის კონკურსი, ასევე გათვალისწინებულია ტურები ტავუშის ტურიზმის შესაძლებლობების დასადგენად. ფესტივალი დაარსდა 2012 წელს.

მწვადის ფესტივალი

ეს არის ერთ-ერთი დღესასწაული, რომლის ჩატარების სუნი და გემო  ამ დღეს შორიდან იგრძნობა. აგვისტოში, ლორის რაიონის ქალაქი ახთალა მწვადის აღლუმად იქცევა. საუკეთესო რესტორნები და მზარეულები წარმოადგენენ მწვადის, სომხეთის ერთ – ერთი ტრადიციული კერძის ფართო ასორტიმენტს. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ძროხის, ღორის, ქათმის, ბოსტნეულის, თევზის და სხვა მწვადი. ეს არის ერთ-ერთი ფესტივალი, რომელსაც ვიზიტიორები არ აკლია. ადგილობრივების გარდა, მონაწილეობენ ტურისტები როგორც ინდივიდუალური, ისევე ორგანიზებული ტურებით. ღონისძიებას თან ახლავს საკონცერტო პროგრამა.

ათასი წლის სოფელი

სექტემბერში, ტავუშის რაიონის სოფელ ზორაკან-ზარდახლუ კიდევ ერთხელ უმასპინძლებს 1000 წლის სოფლის ფესტივალს. კარგი შესაძლებლობაა გაეცნოთ სოფლის ცხოვრების წესს, იგრძნოთ სოფლის კოლორიტი, დააგემოვნოთ უგემრიელესი ტრადიციული კერძები, რატომაც არ უნდა მიიღოთ უშუალო მონაწილეობა მათ მომზადებაში. ორგანიზატორები ჩაატარებენ უამრავ საინტერესო ტრენინგს ეთნიკური სოფლის ყოფაზე. ასევე წარმოდგენილია საინტერესო გასართობი შეთავაზებები. სოფლის ეზოები ღონისძიების პლატფორმად იქცევა. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ მჭედლის ეზო, ხალიჩის ქსოვა, მეფუტკრეობა და სხვა.

გუთნის ფესტივალი

ეროვნული ცეკვების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა ერევანში ყოველწლიურად ჩატარებული სომხური ეროვნული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის ,,გუთან“-ის ფესტივალში მონაწილეობა. მრავალი ეროვნული-ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის ჯგუფი მონაწილეობს ფესტივალში უნიკალური, ტრადიციული სომხური მუსიკის თაობების შენარჩუნების, გავრცელებისა და გადაცემის მისიით. ფესტივალი აერთიანებს ახალგაზრდებს და უფროს თაობას ერთად. სტუმრებს შეუძლიათ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ფესტივალზე – იმღერონ და იცეკვონ ხალხური ცეკვები.

ჩაისა და ყავის ფესტივალი

პირველი ყავის და ჩაის ფესტივალი ოქტომბერში გედების ტბის ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალი ნამდვილი დღესასწაული გახდება ამ არომატული და გამაგრილებელი სასმელების მოყვარულთათვის. ღონისძიების სტუმრები ისარგებლებენ ყავით და ჩაით, უგემრიელესი დესერტებით, სასმელებით, კონკურსებით და ცოცხალი მუსიკით. ტარდება ადგილობრივი მცენარეული სამკურნალო ჩაის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გამოფენა-გაყიდვა.

არენის ღვინის ფესტივალი

კიდევ ერთი ღვინის ფესტივალი, მაგრამ ამჯერად არენის თემში. ოქტომბრის პირველ შაბათს, ღვინის მოყვარულები არენში იკრიბებიან, რომ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ და საყვარელ ღვინის ფესტივალში. ადგილობრივი და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები წარმოადგენენ ღვინოს, ნაციონალურ კერძებს, სუვენირებს. ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა სომხური ღვინის მწარმოებლებისა და სხვა სომხური კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თავიანთი ნაწარმი გააცნონ ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს. მეღვინეები წარმოადგენენ დაახლოებით 100 სახეობის ღვინოს.

წლის განმავლობაში გაიმართება Yell Extreme Festival, Blueberry Festival, “ჩემი ხელნაკეთი სომხეთი” რეწვის ფესტივალი, “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, “ერევანის მუსიკის ღამე” და სხვა. ანა გზირიანი

ნახეთ მეტი
Back to top button
Close